|
2023-10-05 16:16:08, 1023 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ მობილბანკში მასშტაბურ „თამაშს“ იწყებს
„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების წახალისებაზე და მათ არაერთ სიახლეს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი 9 ოქტომბერს, მობილბანკში მასშტაბურ „თამაშს“ იწყებს, სადაც მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის ემიგრანტებსაც შეუძლიათ. „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის ახალი „თამაში“ 12 კვირა გაგრძელდება. მონაწილეებს ორშაბათობით, აპლიკაციაში დავალებები დახვდებათ, მათ შესასრულებლად კი მთელი კვირა ექნებათ. თუკი, თამაშის მონაწილე კვირის ყველა დავალებას შეასრულებს, მიიღებს მონეტებს, რომელთა გამოყენებასაც მოგვიანებით, საჩუქრების მარკეტში შეძლებს. ასევე შესაძლებელია დაგროვილი მონეტები შეინახოთ და ფინალურ ეტაპზე დახმარებებში გადაცვალოთ. თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა გქონდეთ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის აპლიკაცია. მასში ჩართვა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. შეგიძლიათ შექმნათ ორ ან სამ მოთამაშიანი გუნდი მეგობართან, ოჯახის წევრთან, ან სხვა ნებისმიერ პირთან ერთად. „თამაში“ 9 ოქტომბერშს დაიწყება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ფინალი კი 2024 წლის იანვარში გაიმართება. საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს „საქართველოს ბანკისგან“ ფულადი პრიზები გადაეცემათ. საპრიზო კატეგორიები ასე გამოიყურება დამოუკიდებელი მოთამაშეები: I ადგილი - 25 000 ლარი; II ადგილი - 15 000 ლარი; III ადგილი - 10 000 ლარი. 2 მოთამაშიანი გუნდი : I ადგილი - 55 000 ლარი; (27 500 ლარი თითოეულ გუნდის წევრს) II ადგილი - 35 000 ლარი; (17 500 ლარი თითოეულ გუნდის წევრს) III ადგილი - 25 000 ლარი (12 500 ლარი თითოეულ გუნდის წევრს) 3 მოთამაშიანი გუნდი : I ადგილი - 90 000 ლარი (30 000 ლარი თითოეულ გუნდის წევრს) II ადგილი - 60 000 ლარი (20 000 ლარი თითოეულ გუნდის წევრს) III ადგილი - 45 000 ლარი ( 15 000 ლარი თითოეულ გუნდის წევრს) შეგახსენებთ, თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის აპლიკაცია. მიყევი ბმულს, გადმოწერე „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი შენს ტელეფონში და მოემზადე თამაშისთვის.
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)