2023-09-23 18:53:04, 1495 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ავდიივკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა
რუსებმა ავდიივკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ავდიივკა ყოველდღიურად მძიმე დაბომბვის ქვეშაა და მხოლოდ დღეს რუსებმა ქალაქი ტანკებიდან, არტილერიიდან და „გრადებიდან“ დაბომბეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,