|
2023-09-21 11:03:26, 1387 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბათუმში White Sails-ის უნიკალური პროექტი განხორციელდა
ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარების ტემპებმა განაპირობა თანამედროვე და მიმზიდველი კომპლექსის შექმნა, რომელიც გათვლილი იქნებოდა როგორც კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის, ასევე უძრავ ქონებაში საინვესტიციოდ. White Sails ბათუმში ზღვის პირველ ზოლში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს და ჯამში 30,000 კვ.მ. ფართობს მოიცავს. მულტიფუნქციურ კომპლექსში გაერთიანებულია ოთხი აპარტოტელი, მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლი, პრემიუმ კლასის ბუტიკური ტიპის მრავალფუნქციური საცხოვრებელი Sea Home Batumi, ორი მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო, რომელთაგან ერთ-ერთი Ibis Styles Batumi-ია და 5 ვარსკვლავიანი საინვესტიციო პროექტი The Grandeur Hotel. White Sails-ის კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ინვესტიციის მოცულობა საკმაოდ შთამბეჭდავია და 60 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს. კომპლექსი არქიტექტურულმა კომპანია BWC Project Group-მა დააპროექტა, რომელსაც ამ სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. „ჩვენი კომპლექსი გათვლილია მაქსიმალურ კომპფორტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ცხოვრების სტანდარტებს გააუმჯობესებდა. ეი არ მერიდიანსის და ბაზისბანკის თანამშრომლობა უკვე წლებს ითვლის. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით შევძელით კომპლექსის მოკლე ვადებში შესრულება და ბინის მფლობელებისთვის აპარტამენტების საკუთრებაში გადაცემა. კრიზისულ პერიოდში, როდესაც გვჭირდებოდა ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერა, ბაზისბანკი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დაგვიდგა გვერდით და საკრედიტო ხაზი გამოგვიყო. ორმხრივი თანამშრომლობით შევძელით უნიკალური პროექტის განხორციელება, რომელსაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ანალოგი არ ყავს აჭარის მასშტაბით“,- აცხადებს ეი არ მერიდიანსის დირექტორი, ნათია გოგიძე. „White Sails წარმოადგენს ბაზისბანკის წარმატებულ პროექტს. მოხარულები ვართ, რომ მის განხორციელებაში მივიღეთ მონაწილეობა, როგორც ფინანსურმა პარტნიორმა. White Sails არქიტექტურულად დახვეწილი პროექტია, სადაც გათვლილია თითოეული ნიუანსი და კომფორტული ინფრასტრუქტურა დამსვენებელს შესაძლებლობას აძლევს კომპლექსის დატოვების გარეშე მიიღოს სრული მომსახურება. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით განვითარდა და ჩვენ ყოველთვის დავრჩებით White Sails-ის საიმედო ფინანსურ პარტნიორად",- აცხადებს ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა კასრაძე. ბაზისბანკის და White Sails-ის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)