18:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 11:35:07, 1034 ნახვა

მსოფლიო
გუტერეშის განცხადებით, ერდოღანთან, ზელენსკისა და ლავროვთან „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის საკითხზე შეხვედრას გამართავს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერიშის განცხადებით, მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიიღებს და მათთან "შავი ზღვის მარცვლეულის" ინიციატივასა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე იმსჯელებს. 

გუტერიშის თქმით, მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ "შავი ზღვის მარცვლეულის" ინიციატივა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტი აღდგეს.

"იმაზე საუბარს, ოპტიმისტურად თუ პესიმისტურად ვარ განწყობილი, არ ვაპირებ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ კვლავინდებურად მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ "შავი ზღვის მარცვლეულის" ინიციატივა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტი აღდგეს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას რუსული აგროპროდუქციის და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებისთვის სასანქციო რეჟიმის ფარგლებში",- განაცხადა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics