18:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 14:19:23, 991 ნახვა

მსოფლიო
სტეფანიშინა - კიევი არ არის მზად, პოლონეთის იმპორტის აკრძალვას შეეგუოს

კიევი ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზებს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის შეზღუდვის გაგრძელებისთვის და არ არის მზად, მიიღოს პოლონეთის ცალმხრივი აკრძალვა, ევროკავშირის წესების დარღვევით,- ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

სტეფანიშინას თქმით, უკრაინისა და ევროკავშირის 5 ქვეყნის მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის შიდა ბაზრისთვის.

"უპირველეს ყოვლისა, უკრაინისა და ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის შიდა ბაზრისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შემოღებულ დროებით შეზღუდვებს პოლიტიკური ასპექტი აქვს. ჩვენი ლოგიკა ამ საკითხში მარტივია. გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ 3 000-ზე მეტ ევროპულ სტანდარტს და მოთხოვნას განვახორციელებთ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად და ჩვენთვის ამ კუთხით მუქარა მიუღებელია",- განაცხადა სტეფანიშინამ.

მისივე თქმით, უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობები მხოლოდ ვაჭრობით არ შემოიფარგლება.

"ჩვენს შორის არის სტრატეგიული პარტნიორობა და ეს არ არის დამოკიდებული კონკრეტულ პოლიტიკოსთა სახელებზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, მოქალაქეები, მათ შორის ომში მყოფი ქვეყნის ფერმერები, პოლიტიკური პროცესის მძევლებად ვაქციოთ",- დასძინა სტეფანიშინამ.

ცნობისთვის, 15 აპრილს პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

აღსანიშნავია ასევე, რომ პოლონეთის მთავრობა გეგმავს, მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებს, გაახანგრძლივოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომლის ვადაც 15 სექტემბერს იწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics