14:05 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 11:19:36, 1058 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ჩრდილოთ კორეასთან დაკავშირებით, მოსკოვს ვაშინგტონის გაფრთხილება არ აინტერესებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილება არ აინტერესებს.

პესკოვის თქმით, კრემლისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ორი ქვეყნის ინტერესებია.

"რუსეთი არ არის დაინტერესებული ვაშინგტონის გაფრთხილებით. ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის განხორციელებისას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ორი ქვეყნის ინტერესები და არა ვაშინგტონის გაფრთხილებები. ჩვენ ორი ქვეყნის ინტერესებზე გავამახვილებთ ყურადღებას",- აცხადებს პესკოვი.

ცნობისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში უკვე ჩავიდა. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics