2023-09-12 10:14:23, 654 ნახვა
მსოფლიო
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა
მაროკოში მიწისძვრას 2 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2 500-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაროკოში მაშველებისა და მოხალისეების დასახმარებლად უკვე ჩავიდნენ სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
გარდა ამისა, დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, შეერთებულმა შტატებმა და თურქეთმაც.
ცნობისთვის, მაროკოში ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და ბიძგები 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,