|
2023-09-12 09:52:33, 871 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთშია. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ქვეყნის სახელმწიფო მედიაზე KCNA -ზე დაყრდნობით ავრცელებს. KCNA-ს ცნობით, კიმ ჩენ ინმა რუსეთის ფედერაციის საზღვარი შეჯავშნული მატარებლით, სავარაუდოდ, სამშაბათს დილით გადალახა. ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა სამთავრო-პროპაგანდისტულმა სააგენტო "რია ნოვოსტმაც", რომელიც წერს, რომ მატარებელი ჩრდილოეთით მიდიოდა ქვეყნის შორეული აღმოსავლეთის რეგიონის - პრიმორსკის ტერიტორიის გავლით.
Russia Today-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია მატარებელი, რომელსაც სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინი გადაჰყავდა რუსეთ-ჩრდილო კორეის საზღვართან მდინარე ტუმენთან. როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება. აღნიშნულის პარალელურად, თეთრმა სახლმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს.
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)