2023-09-06 15:41:09, 811 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - სომხეთისა და აშშ-ის წვრთნების შესახებ ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს
სომხეთისა და შეერთებული შტატების წვრთნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, მოსკოვი ღრმად გააანალიზებს ამ სიახლეს და სიტუაციას დააკვირდება.
"სწავლებებზე - რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ეს იწვევს შეშფოთებას, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში. ამიტომ ამ სიახლეებს ღრმად გავაანალიზებთ და სიტუაციას დავაკვირდებით", - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთი და შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, EAGLE PARTNER 2023-ს ჩაატარებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,