|
2023-09-05 11:16:55, 826 ნახვა
მსოფლიო
NYT: კიმ ჩენ ინი გეგმავს შეხვდეს პუტინს, რათა განიხილონ რუსეთსთვის იარაღის მიყიდვა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გეგმავს სექტემბერში რუსეთში ჩამოსვლას, რათა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს იარაღის გაყიდვის შესახებ განსახილველად. ამის შესახებ, The New York Times აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. NYT-ის თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ რუსულ მხარეს სურს მიიღოს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ხოლო ჩრდილოეთ კორეას სურს თანამგზავრებისა და ბირთვული წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგიები. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, ფხენიანიდან ჯავშანმატარებლით გაემგზავრება ვლადივოსტოკში, სადაც ის პუტინს შეხვდება შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის დროს, რომელიც გაიმართება 10-დან 13 სექტემბრამდე. NYT-ის ცნობით, კიმ ჩენ ინს მოსკოვში გამგზავრებაც შეუძლია. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მოუთმენლად ელის ამ დისკუსიების გაგრძელებას, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთქმედების შესახებ რუსეთის ლიდერების დონეზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეამ შეწყვიტოს მოლაპარაკებები რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე და შეასრულოს ფხენიანის საჯარო ვალდებულებები, არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა, - იტყობინება Bloomberg. უოტსონმა დაადასტურა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ იცის კიმ ჩენ ინის რუსეთში ჩასვლის გეგმები ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)