|
2023-09-04 16:50:27, 839 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფოს მხრიდან 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომ აეროპორტმა სრულფასოვნად შეასრულოს თავის ფუნქცია-მოვალეობები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულყოფილი უნდა იყოს არა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებით, არამედ სრულად უნდა იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ აეროპორტს გააჩნია. „ამიტომ ჩვენ გვჭირდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იცით, რომ ქუთაისის აეროპორტში არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბევრი პრობლემა გააჩნია და ექსპერტული დასკვნების შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია, შეუძლებელია. უკვე მიმდინარეობს პროექტირება და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი, რომლის შესაბამისად, შევარჩევთ მშენებელ კომპანიას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3.5 კმ სიგრძის იქნება და 18 თვეში უნდა იყოს დასრულებული. „განახლებული აეროპორტი ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მივიღოთ ყველა ტიპის ხომალდი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო", - დასძინა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 თვეში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით - ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 90 %-ით, ხოლო განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა 76 %-ით მეტია. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც - პანდემიამდე, 2019 წლის ივლისის პერიოდთან შედარებით, 2023 წელს რეისების რაოდენობა 94%-ით არის გაზრდილი.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)