2023-09-02 14:09:39, 1108 ნახვა
მსოფლიო
The Guardian - სექტემბერში ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, საბჭოს სხომაზე ზელენსკი უკრაინის "მშვიდობის ფორმულას" პირადად წარადგენს.
"უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამ თვეში ნიუ-იორკში ჩავა, გაეროს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება და უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს",- წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, სხდომა 19-25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,