2023-08-31 19:37:26, 946 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესი - რუსებმა 6 მილიონ ტონამდე უკრაინული მარცვლეული მიითვისეს
აშშ-ის კონგრესმა დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2022 წელს 6 მილიონ ტონამდე მარცვლეული მიითვისა.
აშშ-ს დაზვერვამ უკრაინული მარცვლეულის მასშტაბის შესაფასებლად სატელიტური ფოტოები გამოიყენა.
კონგრესის ანგარიშის თანახმად, უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად რუსეთი გადამზიდ ხომალდებს იყენებდა, რომლებიც თურქეთის სანაპიროს გასწვრივ გადაადგილდებოდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,