2023-08-31 10:28:42, 651 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა,- აღნიშნულის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი Telegram-ძე წერს.
სობიანინის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"დღეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა“,- წერს სობიანინი.
მისივე თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,