|
2023-08-29 19:57:40, 1261 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პუტინი საზღვარგარეთ პირველად წავა
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად იმოგზაურებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს. Bloomgerg-ის ინფორმაციით, პუტინი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი. გავრცელებული ვერსიით, პუტინმა მიწვევა პირადად ჩინეთის პრეზიდენტისგან, სი ძინპინისგან მიიღო. გამოცემის წყაროების თქმით, "პუტინი მზადაა, მხოლოდ იმ ქვეყნებს ესტუმროს, სადაც მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება გარანტირებული, ჩინეთი კი ასეთი ქვეყანაა". შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)