2023-08-29 16:25:01, 719 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ФСБ-ს კუთვნილი ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა - დაიღუპა ეკიპაჟის 3 წევრი
რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში ФСБ-ს კუთვნილი ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის 3 წევრი იყო და ყველა მათგანი დაიღუპა.
„სოსნოვსკის რაიონის სოფელ პრუდნის მახლობლად, გეგმური ფრენის დროს, Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ტყეში ჩამოვარდა“,- წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ტექნიკის გაუმართაობა გახდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,