2023-08-29 11:15:08, 634 ნახვა
მსოფლიო
Reuters - სამხრეთ კორეა 2024 წელს უკრაინას 394 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას მიაწვდის
სამხრეთ კორეა 2024 წელს უკრაინას 394 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას მიაწვდის,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული დახმარების პაკეტი 2023 წელს გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე 8-ჯერ მეტია, სადაც 98 მილიონი დოლარი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 197 მილიარდი კი ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა გამოყოფილი.
გამოცემის ცნობითვე, 98 მილიონი უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით გადაეცემა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,