23:56 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 11:47:48, 809 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - აშშ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის დადგენას ცდილობს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქში კერძო კომპანია "ვაგნერის" ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან ერთად თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენას ცდილობს.

"მე არ შემიძლია, ამაზე დაზუსტებით საუბარი... ვცდილობთ ზუსტად დავადგინოთ, მაგრამ არაფერი მაქვს სათქმელი", - განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ "რუსეთში ცოტა რამ ხდება, პუტინის გარეშე".

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, დაახლოებით 18:20 საათზე, რუსეთის ტვერის რეგიონში, კერძო თვითმფრინავი Embraer ჩამოვარდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ირწმუნება, რომ ბორტზე, დადასტურებული ცნობით, სამხედრო გაერთიანება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics