|
2023-08-22 16:01:28, 1260 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - დიდი ალბათობით, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს - სხვა გზა არ გვაქვს
დიდი ალბათობით, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით გაათავისუფლებს,- ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. დანილოვის თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. "ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ნაწილია, რომელიც ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ. უფრო მეტიც, ჩვენ მას დიდი ალბათობით, სამხედრო გზით გავათავისუფლებთ. ეს მაშინ მოხდება, თუ აგრესორმა ქვეყანამ მაინც ვერ გაიგო, რომ უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. მხოლოდ რუსეთის ყირიმის ტერიტორიიდან განდევნით გავიგებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რთული იქნება? დიახ, რთული იქნება. ფარულად შეეცდებიან დაგვიყოლიონ? დიდი ალბათობით, შეტყობინებებს გამოაგზავნიან“,- განაცხადა დანილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)