01:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 15:11:15, 1341 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება 23 აგვისტოს, ბათუმში, Ripple.space - ში გაიმართება, სადაც  Data mind -ის თანადამფუძნებელი რატი კუნჭულია საკუთარი სტარტაპის განვითარების გზაზე ისაუბრებს.

ის ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას Data mind -ის  დაფუძნების ისტორიას მოუყვება, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მოიზიდეს $1 მლნ-ზე მეტი ARR და ასევე, ისაუბრებს კომპანიის სამომავლო გეგმებზე. 

Datamind ქართული სტარტაპია, რომელიც რატი კუნჭულიამ და ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ 2021 წელს დააფუძნეს. სტარტაპის მიზანია, ბანკებისთვის შექმნას ერთიანი მონაცემთა საცავი, რომელიც მათ კომპლექსური ანალიტიკის შესაძლებლობას მისცემს. ამის გარდა, Datamind მომხმარებლებს ისეთ ინსტრუმენტებს სთავაზობს როგორიცაა: რისკების მენეჯმენტი, მომგებიანობის ანალიზი, მარეგულირებელთან შესაბამისობის რეპორტინგი და საბონუსე სისტემის ავტომატიზაცია.

აღსანიშნავია, რომ Datamind 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადის მონაწილეა.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დასასწრებად კი ეწვიეთ ბმულს. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics