|
2023-08-21 15:06:37, 1450 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება
ივლისის საქონლით საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მიგრაციისა და გზავნილების დინამიკა, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვან ნორმალიზებაზე მიუთითებს. ამასთან, წმინდა შემოდინებები კიდევ უფრო მეტია, რაც ლარის კურსისათვის პოზიტიური ფაქტორია. თუმცა, დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის განახლებული ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების მნიშვნელოვან მერყეობას აჩვენებს. განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში, ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით, ეს სავალუტო შემოდინებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაშინ, როდესაც ტურიზმისა და მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება, „თიბისის“ არხებით განხორციელებული ტრანზაქციები აჩვენებს, რომ სავალუტო შემოდინებებში მიგრანტების წილი ბოლო პერიოდში მცირდება. „თიბისი კაპიტალის“ აზრით, სამომავლოდ, ზრდის მდგრადობის კუთხით, ეს უფრო პოზიტიური გარემოებაა. გასულ კვირას ასევე გამოქვეყნდა სამუშაო ბაზრის მე-2 კვარტლის მაჩვენებლები, სადაც შემდგომი გაუმჯობესება იკვეთება. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)