2023-08-21 10:55:49, 734 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იოზგათის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, შემდეგ კი გზატკეცილიდან გადავარდა.
"იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა",- წერს მედია.
მათივე ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,