16:28 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 17:51:32, 1469 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გვაახლოებს მთავარ მიზანთან - გამარჯვებასთან

ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან - გამარჯვებასთან, ამ ომში თავისუფლებისა და მთელი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ უკრაინელ მეომრებსა და სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსებს ფრონტზე გაწეული თავდადებისა და თითოეული გაადარჩენილი სიცოცხლისთვის მადლობა გადაუხადა.

''ვამაყობ ჩვენი ყველა დამცველით! ყველა, ვინც ანადგურებს ოკუპანტებს, გადაარჩენს უკრაინელებს და გვაახლოებს ჩვენს მთავარ მიზანთან - გამარჯვებასთან, ამ ომში თავისუფლებისა და მთელი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. 

ჩემთვის დიდი პატივი იყო ზაპოროჟიეს რეგიონში მოგზაურობის დროს ჩვენს მეომრებთან შეხვედრა.

46-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადა მტერს ხერსონისა და ბახმუტის მიმართულებით ანადგურებდა და ახლა ორეხოვის მიმართულებით ეფექტურად იბრძვიან!

ორეხოვის მიმართულებით მძიმედ იბრძვიან 117-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეომერებიც. მადლობა, მეომრებო! 

სკალას თავდასხმის ბატალიონმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ იზიუმის გათავისუფლებაში. ხარკოვის ოლქის დეოკუპაციის შემდეგ ბატალიონმა ბახმუტის სექტორში ოკუპანტების განადგურება განაგრძო. 
ზაპოროჟიეს სამხედრო ჰოსპიტალის მედიკოსები ყოველდღიურად იხსნიან ჩვენს მეომრებს!

მადლობა ყოველი გადარჩენილი სიცოცხლისთვის!!

დიდება ჩვენს მეომრებს! დიდება ძლიერ ხალხს!", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics