|
2023-08-17 10:26:32, 1742 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკთან პარტნიორობით სასტუმრო სოლო გრანდი გაიხსნა
ბაზისბანკთან პარტნიორობით, გორის მუნიციპალიტეტში, ქვემო ბოშურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსი სოლო გრანდი გაიხსნა. კომპლექსი 4,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშლილი და მოიცავს სასტუმროს 19 ნომერს, ღია აუზს და რესტორანს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ერწყმის ბუნებას, სადაც მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო მოედანია მოწყობილი, რაც სტუმრებისთვის მშვიდი და სასიამოვნო დასვენების საშუალებას იძლევა. დამსვენებლებს, ვისთვისაც მოგზაურობისას მნიშვნელოვანია თავგადასავლები და დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა, სასტუმრო სთავაზობს კვადროციკლებით და ცხენებით გასეირნებას, ასევე ტანას ხეობის უნიკალური ადგილების მონახულებას. „სასტუმროს აშენების იდეა 2022 წელს გაგვიჩნდა, ხოლო ამ იდეის განსახორციელებლად კი საჭირო იყო სანდო ფინანსური პარტნიორი. ბაზისბანკის მხარდაჭერითა და აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ სასტუმროს მშენებლობა, რომელიც დამსვენებელს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდა და სრულად გამოვიყენებდით ამ უნიკალური ადგილმდებარეობის პოტენციალს. შედეგად კი, ივლისის თვიდან სასტუმრო სოლო გრანდი მზად არის სტუმრების მისაღებად. ბაზისბანკი პირველივე დღიდან ჩვენს გვერდით დგას, ბანკის წარმომადგენლები გულისხმიერად მიუდგნენ იდეას და დაინახეს ბიზნესის განვითარების პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მოსულ სტუმარს მომავალშიც ექნება სოლო გრანდში დაბრუნების სურვილი",- აცხადებს ვეფხვია თინიკაშვილი, სოლო გრანდის დამფუძნებელი. „ბაზისბანკის მიერ აქტიურად ხორციელდება სასტუმრო ინდუსტრიის და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერა და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სასტუმრო სოლო გრანდი. ტანას ხეობაში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს მშენებლობა გამოწვევა იყო როგორც ბანკისთვის, ასევე სასტუმროს მფლობელისთვის, თუმცა დავრწმუნდით, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ბაზისბანკი კიდევ მეტი მსგავსი პროექტის ფინანსური პარტნიორი გახდება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას",- აცხადებს ბაზისბანკის რეგიონალური მმართველი, გიგა ქოთუაშვილი. ბაზისბანკის და სოლო გრანდის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)