|
2023-08-17 09:43:29, 1078 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანება განიხილება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუბარია, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე. აღნიშნულ საკითხზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე ისაუბრა. "არაფერი მსგავსი. ეს ასე არ არის",- განაცხადა კირბიმ, რომლის თქმითაც, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს, გახდეს ნატოს წევრი, რაც ვილნიუსის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამაც დაადასტურა. ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს. სტიან იენსენის განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "აბსოლუტურად მიუღებლად" მიიჩნია. მოგვიანებით, იენსენმა საკუთარ განცხადებას შეცდომა უწოდა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)