19:01 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 16:05:25, 1016 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს, რადგან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სტიქიური უბედურების დროს დაკარგულ 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

„კიდევ 20 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მაგრამ რაც დრო გადის, ჩვენ ვკარგავთ იმედს, რომ ისინი ცოცხლები იქნებიან“, - განაცხადა შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა, პრავინ ბჰარდვაჯმა.

შეგახსენებთ, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი გუშინ, 14 აგვისტოს ჩამოწვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics