03:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 10:38:31, 962 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე - „პეტრა სი რეზორტის“ სახით საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ნინო ენუქიძემ ციხისძირში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის „პეტრა სი რეზორტის" მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „პეტრა სი რეზორტის" პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპლექსი 42 შენობას მოიცავს, რეზორტის ცენტრალურ შენობაში 150 ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე და ყველაზე მაღალ 54 სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს.

რეზორტის მხოლოდ 30 %-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინსფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში კომპლექსი ენერგოეფექტურობის პრინციპებზე დაფუძნებული სივრცე იქნება, რომლის დიდი ნაწილს რეკრეაციული ზონები დაიკავებს.

კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.

„საქართველოს, კერძოდ აჭარის რეგიონს  კიდევ ერთი, საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში  ტურიზმისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ტურისტების მოზიდვას. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი იქნება, ის შექმნის ასობით ახალ სამუშაო ადგილს, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, „პეტრა სი რეზორტი" ერთნაირად საყვარელი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის", - აღნიშნა გენადი არველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics