|
2023-08-09 19:42:22, 1622 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება, რომ უახლოეს მომავალში დელი-თბილისი-დელის შორის პირდაპირი ფრენები გაიზარდოს და გახდეს ყოველდღიური
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინდოეთის დედაქალაქ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა, რომლითაც 139 მგზავრი ჩამოვიდა. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ხანგრძლივი, 5 წლიანი, საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ავიაკომპანია IndiGo-მ დაიწყო ფრენები საქართველოს მიმართულებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთი და საქართველო პირდაპირი რეგულარული ფრენებით, კვირაში 3 სიხშირით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება, რომ უახლოეს მომავალში დელი-თბილისი-დელის შორის პირდაპირი ფრენები გაიზარდოს და გახდეს ყოველდღიური, რადგან IndiGo არის აზიის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 600 ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ეს არის სრულიად ახალი ბაზარი საქართველოსთვის, რომელიც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. უმსხვილეს ინდურ ავიაკომპანია IndiGo-თან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტი აწარმოებდა. 2023 წელს საქართველოში ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები 2019 წელთან შედარებით 31 %-ით არის გაზრდილი. 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)