03:11 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 18:05:53, 1176 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოს ურთიერთობა ჩინეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის და სტრატეგიული პარტნიორობა მყარდება

​საქართველოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ერთობლივი კომუნიკე რამდენიმე განზომილებას მოიცავს. ზოგადად კომუნიკე აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან  თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის და ქვეყნებს შორის  სტრატეგიული პარტნიორობა მყარდება, - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი  სამთავრობო დელეგაციის წევრია.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობებში და  არაერთ ასპექტს მოიცავს - როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს. შესაბამისად, მისი შეფასებით, ეს არის კომპლექსური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. რაც შეეხება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს, ლევან დავითაშვილი ინფორმაციით, მასაც ყოვლისმომცველი სახე აქვს და პრაქტიკულად, ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა პოტენციურ ასპექტს ფარავს.

„აქ საუბარია თანამშრომლობაზე როგორც ინვესტიციების მიმართულებით და ჩვენ მოვიაზრებთ, რომ საქართველოში  შეიძლება ჩინეთიდან განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები სხვადასხვა დარგში, ასევე საუბარია თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობის სფეროებში. აქაც საუბარია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ თავისი პრიორიტეტები სამი მიმართულებით განავითაროს - რომელიც უკავშირდება ქვეყნის გადაქცევას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. იცით, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ეს არის. მეორე - საქართველო შეიძლება იყოს ციფრული ჰაბი და ციფრული ეკონომიკის განვითარების კუთხით თანამშრომლობას აქვს განსაკუთრებული პერსპექტივები", - აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

კომუნიკეში საუბარი ასევე შეეხება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან, პერსპექტიულ სექტორს, კერძოდ,  ენერგეტიკის მიმართულებით - მის თანახმად, საქართველო შეიძლება  ენერგეტიკული ჰაბი იყოს. როგორც ვიცე-პრემიერი განმარტავს,  საქართველოს განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს და ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს არის საფუძველი, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საუბარი შეეხება ასევე ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობას. როგორც ის აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია - ამ კუთხით დღეს ის მესამე ადგილს იკავებს, თუმცა, ყველა პოტენციალი აქვს, რომ საქართველოს ერთ-ერთი პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდეს - გაიზარდოს როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და სავაჭრო ურთიერთობა  ორივე ქვეყნის მხრიდან იქნას წახალისებული.

„საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს როგორც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ასე რომ, ღვინის ექსპორტის თვალსაზრისითაც საქართველოსთვის ჩინეთი ძალიან პერსპექტიულია. პერსპექტიულია ასევე ავიამიმოსვლის კუთხით  - აქაც საუბარი იყო იმაზე, რომ „ღია ცის" ფარგლებში ჩვენ მეტი კავშირი გვექნება ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან და შესაბამისად, ეს პირდაპირ შეუწყობს ხელს ტურისტულ ნაკადს, რაც, რა თქმა უნდა,  მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე", - აცხადებს ვიცე-პრემიერი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics