08:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 18:19:54, 953 ნახვა

საზოგადოება
მამულაშვილი - საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, ქართველი მებრძოლები ჩამოსვლისთანავე რუსეთს გადასცეს

საქართველოს მთავრობა, არაადეკვატური მთავრობა შეიძლება წავიდეს თანამშრომლობაზე და გადასცეს საკუთარი მოქალაქეები [უკრაინიდან] საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსეთს, - ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ატარებს პრორუსულ პოლიტიკას და ზედმეტია ლაპარაკი საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე, მით უმეტეს მოქალაქეების, რომლებიც პირდაპირ ფიზიკურ კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. 

"ხელისუფლება ატარებს პრორუსულ პოლიტიკას და ზედმეტია ლაპარაკი თავის მოქალაქეების დაცვაზე, მით უმეტეს მოქალაქეების, რომლებიც ფაქტიურად კონფრონტაციაში არიან, პირდაპირ ფიზიკურ კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. ეს უფრო დიდ საშიშროებას გვიქმნის მხოლოდ იმ მხრივ, რომ საქართველოს მთავრობა, არაადეკვატური მთავრობა შეიძლება წავიდეს თანამშრომლობაზე და გადასცეს საკუთარი მოქალაქეები [უკრაინიდან] საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსეთს. მგონი, ამაზეც არის გათვლილი სწორედ ეს პროვოკაცია, იმიტომ, რომ ეს არის, შემიძლია დავარქვა დაშინების პოლიტიკის ნაწილი რუსეთის...

ეს არის იმ მებრძოლთა ნაწილი, ვისი გვარების გარკვევაც შეძლეს საქართველოს მთავრობასთან კოლაბორაციაში. სულ სხვადასხვა დანაყოფებიდან არიან ბიჭები, ქართული ლეგიონის დანაყოფებიდან, ესენი არ არიან ერთი დანაყოფის წევრები. უბრალოდ, ვიზეც ხელი მიუწვდებოდათ, სწორედ ის ინფორმაცია არის გადაცემული", - განაცხადა მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, დღეს რუსეთმა "ქართული ლეგიონის" 70-მდე წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics