08:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 14:14:48, 795 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტი რიგით მე-2 სხდომა გაიმართა

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტის რიგით მეორე სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაზე განიხილეს პროექტის მე-3 შუალედური ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2023 წლის 1 იანვარიდან 30 ივლისის ჩათვლით გაწეულ საქმიანობას და მიღწეული შედეგების ანალიზს.

„შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილი იყო პროექტის შვიდი ძირითადი კომპონენტის -ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება, ტერიტორიაზე დაფუძნებული კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგი, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემის გაძლიერება, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება - მიზნების მიღწევის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების ანალიზი.

პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის საელჩოსთან თემატური პოლიტიკის დიალოგის საფუძველზე და მიზნად ისახავს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველო კომიტეტის წევრები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და უწყებების, ბუნების მკვლევართა ქართული საზოგადოების „ორქისი“ წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics