22:15 - 31 Oct, 2026
|
2023-07-27 13:42:08, 1016 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა დიდ დიღომში ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოაწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. „ტერიტორია სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა. დაირგო 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, 3 450 კვ. მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა; დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე, ველოპარკინგი. საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 1 462 054 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „მონოლითი 2005“-მა შეასრულა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)