|
2023-07-27 12:29:26, 839 ნახვა
საზოგადოება
საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია
საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, დღეს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა. გემიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. "აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ. ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. მისი ტერიტორია არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი და არც საქართველო. "სამხრეთ ოსეთის" შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ, ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი",- განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მიუთითა, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს ბათუმში შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. სააგენტოს ცნობითვე, გემი, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)