|
2023-07-26 12:25:59, 896 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქი საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“ მასპინძლობს
თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ შეჯიბრში მონაწილე ჩოგბურთელებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „თბილისში არაერთი საერთაშორისო ტურნირი ტარდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში და თითოეული მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მივესალმებით და ვცდილობთ, სპორტის მიმართულებას მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს. ამჯერად, დედაქალაქი მასპინძლობს საერთაშორისო შეჯიბრს ჩოგბურთში 18 წლამდე ვაჟებსა და გოგონებს შორის სახელწოდებით „თბილისი-ლეილა მესხის თასი“. შეჯიბრში მონაწილეობს 15-მდე ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი. ღონისძიების მიზანია, ხელი შევუწყოთ ჩოგბურთის პოპულარიზაციას, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა სპორტსმენებს, აიმაღლონ ოსტატობა და ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული შეჯიბრი მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სარეიტინგო ქულების ამაღლების მხრივაც. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩოგბურთელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ აქტივობებს მუდმივად შეუწყობს ხელს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)