09:44 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 11:42:47, 578 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლები საგზაო უსაფრთხოების თემაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე და დეპარტამენტის სხვა მაღალი რგოლის მენეჯერები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, საგზაო უსაფრთხოების თემაზე ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ კოლორადოს და ილინოისის შტატების პოლიციის დეპარტამენტებს და ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საგზაო შემთხვევის ანალიზი და სტატისტიკის წარმოება; შავი წერტილების იდენტიფიცირება; ნარკო/ალკო ტესტების ჩატარების პროცედურები; სპორტული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების დაცვა; კინოლოგიური სამსახურის მიერ ნარკოტიკების/ბომბის აღმოჩენა და სხვ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ 911-ს ოფისს და გაეცნენ საგზაო მეთვალყურეობის კამერების მუშაობის სპეციფიკას, ასევე, დაათვალიერეს მოძრავი ლაბორატორია, სპეციალური დანიშნულების მანქანები, საპატრულო მანქანები და მოტოციკლეტები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics