04:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 12:46:54, 1163 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი.

"RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა
როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6
პროცენტი).

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში -
ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით.

ბინების სეგმენტში ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 5 167 ლარი; ვაკე – 4 404 ლარი; კრწანისი – 3 417 ლარი; საბურთალო – 3 397 ლარი; ჩუღურეთი – 3 284 ლარი; დიდუბე – 3 131 ლარი; ნაძალადევი – 3 006 ლარი; ისანი – 2 917 ლარი; გლდანი – 2 891 ლარი; სამგორი – 2 718 ლარი.

რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით ასე გამოიყურება: მთაწმინდა – 3 776 ლარი; ვაკე – 3 647 ლარი; კრწანისი – 2 811 ლარი; საბურთალო – 2 628 ლარი; ჩუღურეთი – 2 622 ლარი; დიდუბე – 2 287 ლარი; ნაძალადევი – 2 272 ლარი; ისანი – 2 170 ლარი; გლდანი – 2 123 ლარი; სამგორი – 1 955 ლარი",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics