|
2023-07-23 11:32:56, 1438 ნახვა
ეკონომიკა
ცაგერში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმის ღვინის რიგით მეორე ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ცაგერში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს ფესტივალში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის დიდი, საშუალო და მცირე 65 მარანი მონაწილეობდა. მათ საკუთარი პროდუქცია ფესტივალის სტუმრებს, ევროპის ქვეყნებიდან მოწვეულ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, სომელიეებს, იმპორტიორებს და ქართველ ექსპორტიორებს წარუდგინეს. ფესტივალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ. „აღნიშნული ღონისძიება არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ნაწილი, რომლითაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ მარკეტინგულ ღონისძიებებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და მცირე მარნებს, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია, გაზარდონ ცნობადობა, შესაბამისად, გაყიდვები და შემოსავლები”,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს. „რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს მეღვინეობის უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და ხარისხიანი ღვინოების მრავალფეროვნებით. ფესტივალი ადგილობრივ მწარმოებლებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის კარგი შესაძლებლობაა. ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებთ მარკეტინგულ ღონისძიებებს ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც საქართველოს სხვა რეგიონების ღვინოებთან ერთად, სათანადოდ არის წარმოდგენილი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის უნიკალური ღვინოები”,- აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ცაგერში გამართული ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ღვინის მასტერკლასები, მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობა რეგიონის გასტრონომიული ტრადიციებისა და ეთნოკულტურის წარმოსაჩენად, ფესტივალი საზეიმო კონცერტით დასრულდა. რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები ასევე არიან სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, ამბროლაურის, ცაგერის, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიები, სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური. აღსანიშნავია, რომ ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაევლოთ ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი, სადაც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: მევენახეობის საფუძვლები, ვენახების კადასტრი, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, ღვინის ეტიკეტირება, მარკეტინგი, სერტიფიცირება და სხვა. აღნიშნული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე მარნების განვითარებისთვის. რაჭა-ლეჩხუმის პირველ ფესტივალს, გასულ წელს, ქალაქმა ამბროლაურმა უმასპინძლა.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)