|
2023-07-19 16:16:48, 944 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის პროექტის - STEM სკოლის პირველი მოდული დასრულდა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტის - STEM სკოლის პირველი მოდული დასრულდა. 18 ივლისს მოდულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. STEM სკოლის პროექტის მეორე მოდული სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყება და 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება. STEM-ის ონლაინ სკოლაში 201 მოსწავლე სწავლობს, რომელთაგან რეგიონში მცხოვრებ საუკეთესო შედეგის მქონე 63 ახალგაზრდას „საქართველოს ბანკი“ სწავლას და საგანმანათლებლო რესურსებს სრულად უფინანსებს. „საქართველოს ბანკის“, როგორც მაღალი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანს მოსწავლეებში, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მომავლის პროფესიების მიმართ ინტერესის გაღრმავება და ამ მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს. შესაბამისად, STEM-ის სკოლაში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ სასწავლო კურსი ონლაინ, მიიღონ სერტიფიცირებული და სიღრმისეული აკადემიური ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, და რა მთავარია, აქციონ თეორიული პრინციპები პრაქტიკულ გამოცდილებად. „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას. ჩვენ მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი ინიციატივების მიზანს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და მათში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავება წარმოადგენს. რადგან გვჯერა, რომ უკეთესი მომავლის საწინდარი განათლებაშია. კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი STEM სკოლა კი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან პროექტი შესაძლებლობას აძლევს მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი STEM განათლება, შეიძინონ საბაზისო ცოდნა ელექტროინჟინერიისა და პროგრამირების მიმართულებით, ფუნქციურად გამოიყენონ მიღებული გამოცდილება და დამოუკიდებლად განაგრძონ განვითარება. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“ განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. კერძო ფინანსური ინსტიტუტის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეების მხრიდან STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამ მიზნით შეიქმნა STEM ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასის 70-მა მოსწავლემ მიიღო.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)