|
2023-07-19 11:41:20, 762 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა გრძელდება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ ხუთ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ოჯახებიდან ოთხი მათგანი ჩუღურეთში, ხოლო ერთი - სამგორში ცხოვრობს. „2017 წელს, წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას დავპირდით, რომ დაკანონების პროგრამას წამოვიწყებდით. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და გარკვეული მიზეზების გამო, მას ვერ იკანონებდნენ. საუბარია იმ საცხოვრებელ ფართებზე, რომელიც სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო. დღეის მდგომარეობით, 2 700-მა ოჯახმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. კიდევ ხუთ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, მათგან ოთხს ჩუღურეთში, ხოლო ერთს სამგორში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, რაიონულ გამგეობებს მიმართონ. „ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, უნდა მიმართოთ იმ რაიონის გამგეობებს, სადაც ცხოვრობთ. გამგეობის თანამშრომლები აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)