|
2023-07-19 11:15:35, 899 ნახვა
საზოგადოება
კომპანია PSP-ს ორგანიზებით, წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი - PSP Beauty Fair ქუთაისსა და ბათუმში იმართება
PSP-ს ორგანიზებით, წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი PSP Beauty Fair 21, 22 და 23 ივლისს ქუთაისში, ხოლო 30, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს ბათუმში იმართება. უკვე ქუთაისსა და ბათუმში სამი დღის მანძილზე, ფესტივალზე მოსული მომხმარებელი შეძლებს ყველა იმ საინტერესო გამოცდილების მიღებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ყველა თავის მოვლის მოყვარულ ადამიანს. ადგილზე დაგხვდებათ მსოფლიოს ცნობილი ფრანგული, კორეული თუ იტალიური ბრენდების კუთხეები. ფესტივალის განმავლობაში PSP, როგორც ზრუნვის ადვოკატი, არღვევს სტანდარტებს და გარდა სააქციო თუ სასაჩუქრე შეთავაზებებისა, მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს პირადი გამოცდილებებისა და სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად: სტუმრები გაივლიან უფასო კონსულტაციებს დერმატოლოგიურ და თმის მოვლის სივრცეებში, დაესწრებიან ცნობილი და ადგილობრივი სპეციალისტების მასტერკლასებს, მათ შორის ვიზაჟის სივრცეში, ჩაიტარებენ თავის მოვლის და ესთეტიკურ პროცედურებს. პატარებს საბავშვო სივრცეში სხვადასხვა სახალისო აქტივობები ელოდებათ; ორივე ქალაქში 50 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს თითოეულ სივრცეში სასაჩუქრე ჩანთა გადაეცემა სამგზავრო ზომის პროდუქტებით. ფესტივალების ჩატარების ადგილებია: ქუთაისი: ახალგაზრდობის გამზ. N96ა, სპორტის სასახლე; ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://pspbeautyfair.ge/registration We are Beauty – ამ სლოგანით სილამაზის ფესტივალი საქართველოში პირველად PSP-მ ჩაატარა. ფესტივალმა მასშტაბით გაიმეორა და რიგ შემთხვევებში გაუსწრო კიდეც უცხოურ ანალოგებს, რამაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია. PSP-ს მეშვეობით, თითქმის 30 წელია მედიკამენტები და მოვლის საშუალებები ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ფაქტს PSP Beauty Fair-ის შემთხვევაშიც ამყარებს და ფესტივალს ქუთაისსა და ბათუმშიც მართავს.
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)