14:17 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 12:57:39, 795 ნახვა

საზოგადოება
იუსტიცია - პატიმართა ესკორტირებისა და თანამშრომელთა მეტი უსაფრთხოებისთვის ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმართა ესკორტირების კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარა რეფორმა, რომლის შედეგადაც დღეს ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახლად გახსნილი ცენტრის ფუნქციონირებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

"ცენტრი აღჭურვილია რადიოსიხშირისა და GPS ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ასევე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.

ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ასევე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით, სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომელიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics