|
2023-07-12 16:09:51, 925 ნახვა
საზოგადოება
„მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ - დედაქალაქის მერია ახალ პროექტს იწყებს
„მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ - დედაქალაქის მერია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანი ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გერმანიის განვითარების ბანკის პროექტების მენეჯერთან, რობერტ რუთთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. აღინიშნა, რომ ღონისძიების ერთობლივად განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ჰაერის დაბინძურების ხარისხი და ტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეული გამონაბოლქვი. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას. „დედაქალაქის მერიას ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა აქვს დაწყებული. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღნიშნული ცვლილებები გარდაუვალი იყო. საუბარია ქალაქში ავტომანქანების რაოდენობაზე. მოხარული ვარ, რომ რეფორმის განხორციელებაში ძალიან ბევრი უწყებაა ჩართული, რადგან ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის პროექტი არ არის და მასში ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია. პროგრამის შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, KfW-ს და მის გუნდს. ეს მხოლოდ ფინანსური დახმარება არაა, ეს არის კვალიფიციური გუნდი, რომელიც ცოდნის გაუმჯობესებასა და ევროპის საუკეთესო მაგალითების გადმოღებაში გვეხმარება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მდგრადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად, შემუშავდება ინტეგრირებული მულტიდისციპლინური მიდგომაც. კერძოდ, „ჭკვიანი (ITS) სისტემების“ დანერგვით, გათვალისწინებული იქნება მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების საკითხიც. „მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“, რომელიც ხუთწლიანია, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი, გერმანიის განვითარების ბანკის, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)