17:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 11:41:06, 963 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის საპატრიარქო - თანაგრძნობით ვაკვირდებით მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "თანაგრძნობით ადევნებს თვალს" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლას. აღნიშნულის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზ იგორ იაკიმჩუკმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბრისას განაცხადა.

იაკიმჩუკის თქმით, მეუფე შიო მუჯირის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მედიის საშუალებით ფლობენ.

"ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობთ, რომელიც მედიაში იყო. რა თქმა უნდა, ვღელავთ. ის ადრე მოსკოვში მსახურობდა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და სწავლობდა წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში",- განაცხადა იაკიმჩუკმა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.

6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics