18:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 13:57:11, 835 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ. მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ლისის ტბის მიმართულებით, სადაც “პრაიდ ფესტივალია" დაგეგმილი, ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

როგორც მსვლელობაში მონაწილე პირები აცხადებენ, არ დაუშვებენ, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდეს.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს "თბილისი  პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდება, ფესტივალი კი გაიმართება კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნება.

გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებიან მობილიზებულები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics