18:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 23:59:52, 732 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - ციფრული ტრანსფორმაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - ციფრული ტრანსფორმაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლის შემადგენლობაშიც პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლები, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე - დავით ნადირაშვილი და კომპანია „მეიქინგ საიენს სვიფტის" დამფუძნებელი - ვაკო თურნავა შედიან.

"საბჭოს სხდომაზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის სისტემაში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფს IT სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს დაანონსებული ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი ციფრული პროდუქტების შექმნა იგეგმება, როგორიც არის პროკურორთა და გამომძიებელთა შეფასების სისტემის, HR მენეჯმენტის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მენეჯმენტის, ნივთმტკიცებათა საცავის მენეჯმენტის პროგრამები. გენერალური პროკურორი საბჭოს სხდომაზე დეტალურად გაეცნო პროექტის დეტალებს, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მოდერნიზაციას და მის ინტეგრაციას საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედ საქმეთა წარმოების პროგრამასთან.

ციფრული ტრანსფორმაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა პერიოდულად გაიმართება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics