18:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 16:30:44, 659 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა (UAG) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აეროპორტების გაერთიანების ნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას გაივლიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისსა და ადგილობრივ აეროპორტებში.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტი წარმატებული სტუდენტი დაინტერესდეს ავიაციის სფეროთი, რომ სამომავლოდ თავიანთი პროფესიული განვითარება აეროპორტების გაერთიანებას დაუკავშირონ. 

"აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კადრები, რომლებიც ჩვენთან დასაქმდებიან იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს დასაქმებაში და ასევე, თავის მხრივ უნივერსიტეტმა მოამზადოს იმ კვალიფიკაციის სტუდენტები, რა მოთხოვნებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გააჩნია. 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის აეროპორტის კიდევ უფრო ძლიერად პოზიციონირებას არამხოლოდ მგზავრთნაკადის მხრივ, არამედ როგორც რეგიონის ეკონომიკურ მასტიმულირებელს",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.  

თანამშომლობის ძირითადი მიზანია, უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების განსახორციელებლად. 

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია აეროპორტების გაერთიანებასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო, საერთაშორისო და სხვა პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება. ასევე, ერთობლივი  თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics