|
2023-07-07 11:33:40, 656 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ივნისის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 5 - ქვემო ქართლის, 4 - შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 13 - გურიის, 3 - იმერეთის, ხოლო 9 ფაქტი გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. „სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია; ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. 2023 წლის ივნისში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 220 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 150 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 70 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დააწყობდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 605 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1770 კუბური მეტრი შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)