|
2023-07-07 11:19:42, 600 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი შეაჯამა
იუსტიციის მინისტრმა პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ფორუმი თემაზე „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე" თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ღონისძიება ყოველწლიურ სახეს მიიღებს და მონაცვლეობით საქართველოსა და გერმანიაში გაიმართება, რაც ორ ქვეყანას შორის მდგრადი და შეუქცევადი სამართლებრივი თანამშრომლობის უნიკალური შესაძლებლობაა. ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის შარშან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა. ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამეცნიერო სფეროს. ფორუმის ფარგლებში ყველა მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა, ემსჯელათ სამართლის დარგში დღეს არსებულ აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე, საინტერესო რეფორმებზე, ინოვაციებსა და ახალ საერთო ინიციატივებზე. ფორუმმა შექმნა მყარი სამართლებრივი თანამშრომლობის ფორმატი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ფორუმის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა:
ქართულ-გერმანულ ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომებსა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტ ღონისძიებებს. გერმანული მხარისთვის, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, საინტერესო აღმოჩნდა საქართველოში დანერგილი ინოვაციები – იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და „ციფრული უნივერსიტეტი"; ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ქართულ-გერმანულ სამართლებრივ ფორუმზე გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის" ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)