20:06 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 09:30:04, 667 ნახვა

საზოგადოება
პეტრე ცაავა - უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო, საზოგადოებას იმის ღირსად არ თვლის, ახსნას რასთან გვაქვს საქმე

უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც იმალება და საზოგადოებას, ფაქტობრივად, იმის ღირსად არ თვლის, რომ თვითონ გამოვიდეს და აგვიხსნას, რასთან გვაქვს საქმე,- აღნიშნულის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.

პეტრე ცაავას თქმით, მეუფე შიოს არ აქვს უფლება, რამე განცხადება დამოუკიდებლად გააკეთოს. 

"უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც იმალება და საზოგადოებას, ფაქტობრივად, იმის ღირსად არ თვლის, რომ თვითონ გამოვიდეს და აგვიხსნას, რასთან გვაქვს საქმე. მას უბრალოდ უფლება არ აქვს დამოუკიდებლად განცხადების გაკეთებისა და ის არის ჩვეულებრივი ამ მახინჯი სისტემის მარიონეტი. ყოველთვის, როცა საპატრიარქო, ან პატრიარქი რაღაც უყურადღებოდ, ან რაღაც თამაშგარე გარემოებაში მოვლენებიდან გამომდინარე დარჩებოდა, მისი მდივან რეფერენტი არაფრისგან ქმნიდა პრობლემას, რომ საპატრიარქო და პირადად პატრიარქი ყურადღების ცენტრში გამხდარიყო. შეიძლება ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე მიტროპოლიტ შიოსთან მიმართებაში, არ გამოვრიცხავ",- ამბობ პეტრე ცაავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.

მანამდე, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics