20:05 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 22:56:47, 727 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტერიალში მონაწილეობს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ბუდაპეშტში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის მე-7 მინისტერიალში მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი, ევროპის რეგიონში, კლიმატის ცვლილების გამო, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მიმართულებით წარმოშობილ გამოწვევებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების მოძებნაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამარ გაბუნიამ მონაწილეობა მიიღო ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში. მინისტრის მოადგილემ, ჯანდაცვის მიმართულებით, გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და მათი მოგვარებისთვის,  საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა)-ის როგორც ყველაზე ბაზისური და ეფექტური სტრატეგიის განხორციელება. ასევე, მისი ინტეგრაცია ინფექციის კონტროლის, ერთიანი ჯანმრთელობისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიებში. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში,  ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიამდე დაიწყო WASH-ის სტანდარტების დანერგვა. მისივე განცხადებით,  ამ მიმართულებით, დღესაც აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის ქვეყნების ჯანმრთელობის პროგრამების სამმართველოს დირექტორი ნინო ბერძული.

"მინისტერიალის ფარგლებში, პანელურ დისკუსიებთან ერთად, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართა. თამარ გაბუნია გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, კლიმატის ცვლილებების გამო არსებული გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები განიხილეს.

მინისტერიალს, ასევე, ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

ღონისძიება, უნგრეთის დედაქალაქში, პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის პატრონაჟით, 5-7 ივლისს იმართება. მინისტერიალში ევროპის რეგიონის ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics